Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IPSOS-ის კვლევის თანახმად, თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური გახდება საჭირო


მარცხნიდან: ნიკა მელია, კახი კალაძე, გიორგი გახარია (კოლაჟი).
მარცხნიდან: ნიკა მელია, კახი კალაძე, გიორგი გახარია (კოლაჟი).

„მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად თბილისის მერის არჩევნებში ბედს მეორე ტური გადაწყვეტს.

კვლევა ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა კომპანია IPSOS S.A.-მა. კვლევის ფარგლები გამოკითხულებს უნდა ეპასუხათ შეკითხვაზე, ვის აირჩევდნენ თბილისის მერად, არჩევნები რომ ხვალ ტარდებოდეს.

გამოკითხვამ ასეთი შედეგები აჩვენა:

  • კახი კალაძე – 41%
  • ნიკა მელია – 36%
  • გიორგი გახარია – 13%
  • ანა დოლიძე – 4%
  • ანა ბიბილაშვილი – 2%
  • დანარჩენი კანდიდატები – 4%

როგორც „მთავარი არხი“ იტყობინება, ეს არის ე.წ. ალოკაციის მეთოდით მიღებული შედეგები, ანუ მასში ასახულია იმ რესპონდენტების პასუხები, რომლებსაც უკვე გადაწყვეტილი აქვთ, ვის მისცემენ ხმას. „აქვეა გადანაწილებული იმ რესპოდენტების პასუხებიც, რომლებიც პირდაპირ არ ასახელებენ თავიანთ ფავორიტს, მაგრამ დამატებითი კითხვების მეშვეობით კვლევის ავტორებისთვის ნათელი ხდება, რომელი პარტიის ან რომელი კანდიდატის მომხრეები არიან ისინი”, – ნათქვამია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“მთავარი არხის” თანახმად, გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 1500 რესპონდენტი, პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით, 21-25 სექტემბრის პერიოდში. მონაცემების ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 3%-ია.

XS
SM
MD
LG