Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: ყარაბაღის ომი რთული გამოწვევა იყო, მჯერა, გარდაიქმნება ახალ შესაძლებლობად


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ რეგიონის მთავარი მიზანი მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობაა. ამის შესახებ მან სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"რა თქმა უნდა, ყარაბაღის ომი ჩვენი რეგიონისთვის იყო რთული გამოწვევა, მაგრამ ახლა გავეცანი პრემიერის ახალ ხედვას, მე მჯერა, რომ აღნიშნული გამოწვევა გარდაიქმნება ახალ შესაძლებლობად. შესაძლებლობად, რომელიც მოუტანს კეთილდღეობას სომხეთს და სომეხ ხალხს.

ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთის როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ სტაბილურობას, ეს პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნისა და მთელი რეგიონის სტაბილურობაზე. ჩვენს ამ საერთო რეგიონალურ მიზანს სამ სიტყვაში ჩავატევდი, ეს არის: მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა, რომელიც რეგიონის სამივე ქვეყანას გვაერთიანებს", - თქვა საქართველოს პრემიერმა.

დღეს დაიწყო საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი. მისი დახვედრის ცერემონია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში 14:00 საათზე გაიმართა.

დღესვე სომხეთის პრემიერ-მინისტრი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი ხვალ, 9 სექტემბერს დასრულდება.

საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელსაც ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია სომხეთის პრემიერ-მინისტრად პირველად არჩევიდან რამდენიმე დღეში, 2018 წლის 11 მაისს.

XS
SM
MD
LG