ფოტოებში: დროებითი თავშესაფარი ავღანელი ლტოლვილებისთვის
ფოტოებში: დროებითი თავშესაფარი ავღანელი ლტოლვილებისთვის
ათასობით ავღანელი ლტოლვილი განათავსეს აშშ-ის სამხედრო ბაზებზე, წითელი ჯვრის ბანაკებში და სხვა დროებით თავშესაფრებში, მთელ ევროპაში და მათ შორის, საქართველოში.
შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა 123,000-ზე მეტი უცხოელი და რისკის ქვეშ მყოფი ავღანელი გამოიყვანეს ქაბულიდან 14 აგვისტოს შემდეგ.
თალიბანი ახლა სრულად აკონტროლებს ქაბულის საერთაშორისო აეროპორტს მას შემდეგ, რაც აშშ-ს უკანასკნელმა სამხედრო თვითმფრინავმა დატოვა ასაფრენი ბილიკი. ამით დასრულდა შეერთებული შტატების ყველაზე გრძელი, 20 წლიანი ომი ავღანეთში.
რამშტაინის საჰაერო ბაზა გახდა ავღანეთიდან ხალხის ევაკუაციის ოპერაციის მთავარი კერა. საბოლოო დანიშნულების ადგილისკენ გამგზავრებისთვის მზადების პარალელურად, ევაკუირებულებმა მიიღეს დროებითი საცხოვრებელი, საკვები, წყალი და სამედიცინო დახმარება.