Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

200-მდე გაიზარდა ქაბულის აეროპორტში მომხდარი აფეთქებისას დაღუპულთა რიცხვი


200-მდე გაიზარდა ქაბულის აეროპორტში, 26 აგვისტოს მომხდარი აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი. მათ შორისაა, 13 ამერიკელი სამხედრო. ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს და ეყრდნობა ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს.

CBS News-ის კორესპონდენტი ავღანეთში, აზუსტებს, რომ დაღუპულთა შორის არიან ბავშვები. აფეთქების შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 200-მდე ადამიანმაც.

ქაბულში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო „ისლამურმა სახელმწიფომ“, თალიბანის და დასავლეთის მტერმა და განაცხადა, რომ მისი განშტოების, "ისლამური სახელმწიფო-ხორასნის" მებრძოლებმა სამიზნეში ამოიღეს "თარჯიმნები და ისინი, ვინც ამერიკის ჯართან თანამშრომლობენ".

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რომელმაც პირობა დადო, რომ შურს იძიებს მიუხედავად იმისა, რომ კვლავ ევაკუაციის დამთავრების ერთგული რჩება მომავალ დღეებში, განაცხადა, რომ არ არსებობდა იმის ნიშანი, რომ თალიბანმა მოახდინა 26 აგვისტოს თავდასხმა. "მათ არავინ ენდობა", - განაცხადა მან 26 აგვისტოს. "ჩვენ მხოლოდ იმის იმედი გვაქვს, რომ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ“.

XS
SM
MD
LG