Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია რუსეთის მეთაურობით სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს შუა აზიაში ავღანეთში ვითარების გამო


კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დუშანბეში. 19 მაისი, 2021 წელი.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დუშანბეში. 19 მაისი, 2021 წელი.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ ის აპირებს სამხედრო წვრთნების ჩატარებას ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში, ავღანეთში მიმდინარე ვითარების გამო.

წარმომადგენელმა, ვლადიმირ ზაინეტდინოვმა, 27 აგვისტოს ინტერფაქსის საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ ყირგიზეთში დაგეგმილ წვრთნებში, სახელწოდებით "რუბეჟ" (ზღვარი), რომელიც 7-9 სექტემბერს ჩატარდება, რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურე იქნება ჩართული.

ზაინეტდინოვის თქმით, კიდევ სამი კომპლექსური სამხედრო მანევრი ჩატარდება ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვართან ახლოს ოქტომბერში, ხოლო მეოთხე ნოემბრისთვისაა დაგეგმილი. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის არიან: სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი.

ცენტრალური აზიის ქვეყნები, რომლებიც ავღანეთს ესაზღვრებიან, შეშფოთებული არიან მათი უსაფრთხოებისთვის მუქარით, რომელიც ომით განადგურებული ქვეყნისგან მომდინარეობს, და ასევე ათობით ათასი ლტოლვილის საზღვრებზე გადმოდინების პოტენციური საფრთხით.


თალიბანი არწმუნებს მეზობელ ქვეყნებს და რუსეთს, რომ ის არ წარმოადგენს საფრთხეს მას შემდეგ, რაც მოიპოვა კონტროლი ავღანეთის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უკანასკნელ კვირებში, დედაქალაქ ქაბულის ჩათვლით.

XS
SM
MD
LG