Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანუის „ოიდიპოსი, ანუ კოჭლი მეფე“


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „სცენის შედევრები“ გთავაზობთ საუბარს ბრწყინვალე ფრანგი დრამატურგის, ტრაგიკოსისა და კომედიოგრაფოსის, ე.წ. „ბნელი“ და „ვარდისფერი“ ჟანრის პოეტის, ჟან ანუის ტრაგედიაზე „ოიდიპოსი, ანუ კოჭლი მეფე“. ამ ტრაგედიის ფრანგულ გამოცემას გარეკანზე სხვებთან ერთად ასეთი სიტყვებიც აწერია: „...მე შევიპარე სოფოკლეს ტრაგედიაში ქურდივით, ოღონდ კეთილსინდისიერი ქურდივით, რომელსაც უყვარს თავისი ნაძარცვი“. „ოიდიპოსი, ანუ კოჭლი მეფე“ ანტიკური სამყაროდან შობილი ანუისეული ხუთი ტრაგედიიდან (სხვა ოთხია: „ევრიდიკე“, „მედეა“, „ანტიგონე“ და „შენი ისეთი კარგი იყავი, როდესაც პატარა იყავი“) უკანასკნელია. რატომაა ეს ტრაგედია ბერძნული ტექსტის ყველაზე ერთგული, რა პრინციპული განსხვავებაა ძველსა და ახალ ოიდიპოსს შორის, როგორ იგრძნობა თანამედროვეობა ანუის ამ ტრაგედიაში, შეიცვალა თუ არა, ამ დრამატურგის აზრით, ადამიანის სულიერება უკანასკნელი ოცდახუთი საუკუნის მანძილზე, — ყველა ამ კითხვას გაეცემა პასუხი გადაცემაში.

XS
SM
MD
LG