Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI: მოსახლეობის 54%-მა არ იცის, როგორ დარეგისტრირდეს ვაქცინაციისთვის


ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 35% მზად არის გაიკეთოს აცრა კორონავისურის წინააღმდეგ. ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობის ნახევარზე მეტმა, 54%-მა არ იცის, როგორ დარეგისტრირდეს ვაქცინაციის პლატფორმაზე აცრისთვის, 42% კი ამბობს, რომ ზოგადად არ აქვს საკმარისი ინფორმაცია ვაქცინაციის პროცესის შესახებ. ინფორმაციის სიმწირე უფრო აშკარაა რეგიონებში, ვიდრე თბილისში. ჯამში, ვაქცინაციის პროცესს დადებითად აფასებს 37%, უარყოფითად 45%. საქართველოს მოსახლოების NDI-ს კვლევის შედეგები დღეს, 12 აგვისტოს გამოქვეყნდა.

2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის ივლისამდე 60%-დან 53%-მდეა შემცირებული მათი რაოდენობა, ვინც თვლის, რომ პანდემიას მთავრობა კარგად მართავს. მოსახლეობის 42% თვლის, რომ პამდემიის ყველაზე ცუდი შედეგები ჯერ კიდევ წინ არის

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო და 12 აგვისტოს მონაცემებით სულ აცრილია 715 919 ადამიანი.

NDI-ის გამოკვლევის შესახებ:

  • ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია.
  • საველე სამუშაოების პერიოდი: 13-25 ივლისი, 2021; 2,016 დასრულებული ინტერვიუ (23% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,3%; შენიშვნა: ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით; ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გაითვალისწინეთ: ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს
XS
SM
MD
LG