Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI: "ქართული ოცნება" - 18%; "ნაციონალური მოძრაობა" - 6%


ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი კვლევის მიხედვით, საზოგადოების ყველაზე დიდი ნაწილთან შეხედულებებით ახლოს "ქართული ოცნებაა", მეორე ადგილზე, სამჯერ ნაკლები მონაცემი კი "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს. კვლევის შედეგები დღეს, 12 აგვისტოს, არჩევნებამდე თითქმის ორი თვით ადრე გამოქვეყნდა.

კვლევის შედეგების მიხედვით:

  • არცერთი პარტია - 51%;
  • ქართული ოცნება - 18%;
  • არ ვიცი - 10%;
  • უარი პასუხზე - 9%;
  • ნაციონალური მოძრაობა - 6%;
  • სხვა პარტიები - 6%.

"პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება... ამ გამოკითხვისა და არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება, რადგან არჩევნების ბედი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ქცევაზე იქნება დამოკიდებული", - აცხადებენ NDI-ში.

მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. მოსახლეობის მხოლოდ 30%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია.

NDI-ის კვლევამდე რამდენიმე დღით ადრე, 2 აგვისტოს გამოქვეყნდა "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები. ამ კვლევის მიხედვით პარტიების რეიტინგები ასეთია (პირველი არჩევანი):

  • ქართული ოცნება - 26%;
  • ნაციონალური მოძრაობა - 14%;
  • საქართველოსთვის (გიორგი გახარიას პარტია) - 9%;
  • ლეიბორისტული პარტია - 3%;
  • გირჩი - მეტი თავისუფლება - 2%;
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 2%;
  • ლელო - 2%;
  • პატრიოტთა ალიანსი - 2%;
  • მოქალაქეები - 2%;
  • ერი (ლევან ვასაძე) - 1%;
  • ევროპული საქართველო - 1%;
  • ხალხისთვის - 1%;
  • დროა (ელენე ხოშტარია) - 1%;
  • გირჩი - 1%;
  • სხვები - 1%;
  • არ იცის / უარი პასუხზე - 27%.

NDI-ის გამოკვლევის შესახებ:

  • ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია.
  • საველე სამუშაოების პერიოდი: 13-25 ივლისი, 2021; 2,016 დასრულებული ინტერვიუ (23% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,3%; შენიშვნა: ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით; ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გაითვალისწინეთ: ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს
XS
SM
MD
LG