Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსთავი 2" დატოვა ტელეწამყვანმა გურამ როგავამ


გურამ როგავა
გურამ როგავა

ტელეწამყვანმა გურამ როგავამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. „სამწუხაროდ, დღეს ვერ ვხედავ საკუთარ თავს ამ არხზე, - ძალიან მიჭირს, მაგრამ უნდა გადავდგა ეს ნაბიჯი. ცვლილებების დროა!" - წერს „ფეისბუკის" პირად გვერდზე როგავა.

როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, მან ვერ მოახერხა ეთერში დაებრუნებინა გადაცემა „პოსტსკრიპტუმი”, რომელიც, მისი განცხადსებით, „მოულოდნელად გაუჩინარდა". როგავა იყო „პოსტსკრიპტუმის" ძირითადი წამყვანი. გადაცემა ტელეარხზე რამდენიმე წლის შემდეგ აღდგა.

გურამ როგავა აქტიურად აპროტესტებდა 5 ივლისის მოვლენებს. მან გააკრიტიკა სოციალურ ქსელში გაკრიტიკა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

18 ივლისს „მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა და ტელეწამყვანმა ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში განაცხადა „რუსთავი 2"-იდან გურამ როგავას წასვლის შესახებ. რამდენიმე წუთში თავად როგავამ მისწერა გვარამიას და ეს ინფორმაცია უარყო.

XS
SM
MD
LG