Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საწვავზე ფასი ისევ იზრდება


2021 წელს უკვე მესამედ იზრდება საწვავზე ფასი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. ფასის ბოლო ზრდა მიმდინარე წლის ივნისში სამი რუბლით დაფიქსირდა. ამჟამად ადგილობრივ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი 45-იდან 50 რუბლამდე (2.11 ლარი) გაიზარდა. ოსური მედიის ცნობით, მიმდინარე წლის აპრილში დე ფაქტო რესპუბლიკაში საწვავი პირველად 4 რუბლით გაძვირდა, ივნისში კი კიდევ სამი რუბლით.

ადგილობრივი ბენზინგასამართი სადგურების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 6 ივნისიდან ფასი კიდევ ერთხელ რამდენიმე რუბლით გაიზრდება. ოკუპირებულ ცხინვალში, რუსეთიდან საწვავი ერთადერთ, ეგრეთწოდებულ სახელმწიფო საწარმო „იუგოსეტნეფტეპროდუქტს“ შეაქვს, რომელიც ნავთობპროდუქტებს რუსული კომპანია „როსნეფტისგან“ იძენს.

XS
SM
MD
LG