Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა იმნაძის ორსული შვილი Pfizer-ით აიცრა


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ორსული შვილი Pfizer-ის ვაქცინით აიცრა. პაატა იმნაძე შვილის, ლიზი იმნაძის ვაქცინაციას თავადაც დაესწრო.

"ძალიან მინდოდა ავცრილიყავი და როგორც იქნა, ავიცერი. დღეისათვის ამ ინფექციის ყველაზე კარგი საშუალება აცრაა. ორსულებისთვისაც შესაძლებელია და ყველას მოვუწოდებ აიცრას", - უთხრა ჟურნალისტებს ლიზი იმნაძემ.

როგორც პაატა იმნაძემ თქვა, მისი ორსული შვილი მის ოჯახში ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც არ იყო აცრილი.

"ჩემს ოჯახში ერთადერთი აუცრელი წევრი იყო დარჩენილი ჩემი ქალიშვილი, რომელიც არის ფეხმძიმედ, ამიტომ ელოდებოდა იმ ვაქცინას, რომელზეც არის დაშვება. მოეხსენებათ, "პფაიზერის" ვაქცინა დაშვებულია ფეხმძიმეებზე. არავითარი გამოკვლევა არ სჭირდება", თქვა იმნაძემ.

Pfizer-ის წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. ყოველდღიურად საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ათასი ადგილი ემატება. Pfizer ერთადერთი ვაქცინაა, რომლით აცრაც ფეხმძიმეებსა და არასრულწლოვნებში დაშვებულია.

XS
SM
MD
LG