Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პატრიოტთა ალიანსმა" ვლადიმირ პუტინს ღია წერილით მიმართა


ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი.
ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინს ღია წერილით მიმართა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა". პარტიის გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა ამის შესახებ „ფეისბუკის" გვერდზე დაწერა.

„დღეს, ვგრძნობთ რა პასუხისმგებლობას, განსხვავებით გამყალბებელი კობახიძისგან, ვგრძნობთ რა პასუხისმგებლობას, განსხვავებით ერთმანეთთან შერწყმული „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობისაგან", საჯაროდ მივმართავთ რუსეთის პრეზიდენტს, რათა კვლავ განიმუხტოს დაძაბულობა, აღდგეს დიალოგი ყველა დონეზე, განახლდეს კულტურულ-სოციალური ურთიერთობა და რაც მნიშვნელოვანია, ორმხრივად გაიხსნას საინფორმაციო სივრცე, რათა ბოლოს და ბოლოს გამოვნახოთ საერთო ენა!"

წერილს ერთვის 42 ადამიანის ხელმოწერა.

XS
SM
MD
LG