Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტარი თეა წულუკიანზე: თქვენი კულტურის მინისტრის ქცევამ დაგვამუნჯა


ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ქცევა, როცა მან "მთავარი არხის" ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა, დემოკრატიულ სახელმწიფოს არ შეესაბამება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

"თქვენი კულტურის მინისტრის ქცევამ დაგვამუნჯა, ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება დემოკრატიულ სახელმწიფოს, მაგრამ ჟურნალისტების მხრიდანაც ხანდახან მსურს დავინახო მეტი დისტანცია, რადგან ზოგიერთი წარმომადგენელი ძლიერ ზეწოლას განიცდის. ეს არ გამოდგება გამართლებად მინისტრისა, რომლიც მიკროფონს იპარავს.

ხანდახან კარგია, პატივი ვცეთ პოლიტიკოსების პირად სივრცეს, დავამატებ ბოლო წინადადებას, რომ ჩვენ გვაშფოთებს, რომ მედიის თავისუფლება შეტევის ქვეშაა ამ ქვეყანაში", - თქვა ევროპარლამენტარმა.

საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა 22 ივლისს, სენაკში, ფონდ "ქართუს" მიერ რეაბილიტირებული თეატრის გახსნის ღონისძიებაზე "მთავარი არხის" ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა.

ამ საქმეზე "მთავარმა არხმა" პროკურატურასაც მიმართა, თუმცა მინისტრი ჟურნალისტს მიკროფონს მაინც არ უბრუნებს.

XS
SM
MD
LG