ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ქართველმა სპორტსმენებმა სპორტის ოცდაერთ სახეობაში შეძლეს მედლის მოპოვება. მათი უმეტესობა საჭიდაო სახეობებზე მოდის. ყველაზე წარმატებული სახეობა კი თავისუფალი სტილით ჭიდაობაა, სადაც, 1952 წლიდან მოყოლებული, ოცდახუთი მედალი მოგროვდა.
ერთი საინტერესო დეტალიც: საქართველოს დამოუკიდებელი გუნდით ოლიმპიური თამაშების გუნდურ შეჯიბრებებში არასოდეს მიუღია მონაწილეობა. კალათბურთში, ფეხბურთში, ხელბურთში, ფრენბურთსა და წყალბურთში მოგებული მედლები 1992 წლამდე გამართული ოლიმპიადებიდანაა.
როგორ შეიცვლება ცხრილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ, 24 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაირკვევა, როდესაც კონკურენციაში ოცდათხუთმეტი ქართველი სპორტსმენი ჩაებმება.