Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი სეპარატისტულ დონეცკსა და ლუგანსკში მცხოვრებ რუსეთის პასპორტის მქონე პირებს დუმის არჩევნებში მონაწილეობის უფლებას აძლევს


დონეცკის ქუჩა
დონეცკის ქუჩა

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, სეპარატისტულ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მცხოვრებ, რუსეთის პასპორტის მქონე, პირებს უფლება ეძლევათ, ონლაინის მეშვეობით შემდგომაზე დაგეგმილ რუსეთის დუმის არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.

„ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ცნობით, ამჟამად დონეცკსა და ლუგანსკში უკვე დაახლოებით 600 000 ადამიანი ფლობს რუსეთის პასპორტს. ონლაინ რეჟიმში ხმის მიცემის უფლებით მათგან ისარგებლებენ ის მოქალაქეები, რომლებიც წინასწარ დარეგისტრირდებიან შესაბამის პორტალზე.

გასულ ზაფხულში „პუტინის“ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად რუსეთის პასპორტის მქონე დონეცკის ოლქის მცხოვრებლები რუსეთის როსტოვის ოლქში სპეციალური სარეისო ავტობუსებით გადაიყვანეს.

აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მყოფ დონბასის ტერიტორიაზე 2018 წელს ცხოვრობდა 3,8 მილიონი ადამიანი (ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში იყო 2,3 მილიონი, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში - 1,4 მილიონი ადამიანი).

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2020 წლის აპრილში უკრაინის ცენტრალური ხელისუფლებიდან გასული დონბასის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები რუსეთის პასპორტის საფასურისგან გაათავისუფლა.

უკრაინის ხელისუფლებამ დაგმო რუსეთის ხელისუფლების ეს ნაბიჯი, როგორც მინსკის სამშვიდობო შეთანხმებების ჩაშლისა და აღმოსავლეთ უკრაინის ანექსიის მორიგი მცდელობა.

XS
SM
MD
LG