სალომე ქოქოლაძე აშშ-ში ცხოვრობს. არტისტი და ფილოსოფოსია. აშშ-ში სმიტის ქალთა კოლეჯის ბაკალავრის ხარისხით უნგრეთში გაემგზავრა და იქ მოიპოვა ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი, ხოლო შემდეგ კვლავ აშშ-ში, სირაკიუსის უნივერსიტეტის ვიდეოხელოვნების მაგისტრი გახდა. ჩიტების გალობის ცვლილება პანდემიის პერიოდში - მისი უახლესი პროექტის თემაა. „მტაცებელი ცხოველივით სუნთქვა“, საქართველოს ჰიმნი და სხვა არაერთ თემაზე გაკეთებულ პერფორმანსებს წარადგენს აშშ-ში, ბრიტანეთში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნაში. დაახლოებით მესამედი ცხოვრებისა უცხოეთში გაატარა: ყოველთვის სადღაც სხვაგან მიმიწევს გული, საქართველოში აქაური ცხოვრების წესი მენატრება, აქ კი - საქართველოო, ამბობს.