Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ბესტსელერი - "კირკე"


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Habent sua fata libelli („წიგნებს თავისი ბედი აქვთ“) გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ბესტსელერზე, ახალგაზრდა ამერიკელი ავტორის, ქალბატონ მედელინ მილერის რომანზე „კირკე“. მედელინ მილერი კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტია. ასწავლიდა ბერძნულს, ლათინურსა და ანტიკურ ლიტერატურას. განსაკუთრებული აქცენტი ჰქონდა ჰომეროსსა და ვერგილიუსზე, საიდანაც დაიბადა მისი გრანდიოზული სახე - აიეტესის, პასიფაეს, პერსევსის და, კირკე. კირკე არის ქალღმერთი, რომელიც ყველაზე უსახო ნიმფა იყო და რომელმაც თავის თავში უზარმაზარი რესურსები აღმოაჩინა. როგორ აქცია კირკემ მოკვდავი გლავკოსი ღმერთად, როგორ შეეწია კირკე პრომეთევსს, როგორ იპოვეს ერთმანეთი გრანდიოზულმა ტიტანმა და არქიტექტორმა და დიდოსტატმა დედალოსმა, როგორ შეიყვარა კირკემ ოდისევსი, რა მოხდა ოდისევსის სიკვდილის შემდეგ – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

XS
SM
MD
LG