"ფორმულას" ჟურნალისტს რატი წვერავას სიძულვილის ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ;
ინციდენტი ქაშვეთის ეკლესიასთან მოხდა, სადაც ჟურნალისტი პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა;
სავარაუდო მოძალადეების იდენტიფიცირება შესაძლებელია, შსს-ს ჯერ არავინ დაუკავებია.
ხეთაგუროვის ქუჩაზე დაჭრეს ტურისტი, რომელსაც საყურე ეკეთა. თვითმხილველი კი დანაშაულის სავარაუდო მიზეზად ჰომოფობიურ განწყობებს ასახელებს.
ამ დრომდე გრძელდება ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევები. რუსთაველის გამზირზე აგრესიულად განწყობილი ჯგუფები „თბილისი პრაიდის“ გასაპროტესტებლად არიან გამოსულები.