„მედიაჩეკერის“ ინფორმაციით, მედიის დაახლოებით 40-ზე მეტი წარმომადგენელია დაშავებული, მათგან ბევრს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
ამ დრომდე გრძელდება ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევები. რუსთაველის გამზირზე აგრესიულად განწყობილი ჯგუფები „თბილისი პრაიდის“ გასაპროტესტებლად არიან გამოსულები.
ხეთაგუროვის ქუჩაზე დაჭრეს ტურისტი, რომელსაც საყურე ეკეთა. თვითმხილველი კი დანაშაულის სავარაუდო მიზეზად ჰომოფობიურ განწყობებს ასახელებს.