Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ დაკავებული ძალადობრივი ჯგუფის 20 წევრი ხელწერილით გაათავისუფლა


შინაგან საქმეთა სამინისტრომ "პრაიდის კვირეულის" დაკავებული მოწინააღმდეგეებიდან 20 ხელწერილით გაათავისუფლა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას უწყების პრესსამსახურიდან მიაწოდეს.

ძალადობრივი ჯგუფის დაკავებული 23 პირიდიან 3 იზოლატორში არიან გადაყვანილი. მათ საქმეზე სასამართლო უახლოეს პერიოდში იმსჯელებს. ისინი ადმინისტრაციული წესით - ხულიგნობისა და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით არიან დაკავებულები.

გუშინ "პრაიდის კვირეულის" ფარგლებში თბილისის ერთ-ერთ სივრცეში კინოჩვენება გაიმართა. ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფებისთვის და შესასვლელთან აქციას მართავდნენ. კინოჩვენებას საქართველოში მყოფი უცხოელი დიპლომატების ნაწილიც ესწრებოდა.

XS
SM
MD
LG