Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი პრაიდზე: ყველას აქვს სიტყვის თავისუფლების და გამოსვლის უფლება


საქართველოს პრეზიდენტმა გამოხატა თავისი პოზიცია ლგბტ+ თემის წარმომადგენლების მიერ 5 ივლისს, თბილისში დაგეგმილი პრაიდის და ამ აქციის მონაწილეთა მიმართ ცალკეული ჯგუფების მიერ გამოთქმული მუქარის შესახებ.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მისთვის მიუღებელია ძალადობის, მუქარის, ზეწოლისა და სიძულვილის ენის გამოყენების ყველანაირი ფორმა: „მიუღებელია, რადგან ეს ადამიანების კონსტიტუციური უფლებების დარღვევაა. მიუღებელია ჩემთვის, როგორც კონსტიტუციის გარანტისა და დამცველისათვის“.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „ყველას აქვს უფლება გამოიყენოს სიტყვის თავისუფლება. ეს არის ჩვენი ძირძველი ტოლერანტობა, რომელიც ჩვენი იდენტობის ნაწილია. ამაზე აშენდა ჩვენი ქვეყანა და ამაზე განვითარდება ხვალაც. ამიტომ ასევე მიმაჩნია, რომ ყველას აქვს უფლება გამოსვლის. ასევე, თბილისი პრაიდის მონაწილეებს აქვთ უფლება გამოხატონ თავიანთი აზრი და გამოიყენონ ის უფლება, რომელიც ყველას კონსტიტუციური უფლებაა, კონსტიტუციისა და კანონის მიერ დადგენილ ნორმებში. ეს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერთიანობისთვის მნიშვნელოვანია!“

თბილისი პარიდის ჩაშლით იმუქრებიან ულტრამემარჯვენე და ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები.

XS
SM
MD
LG