Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო


რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა 86 ხმით 3-ის წინააღმდეგ მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსში ცვლილებების კანონპროექტი.

ცვლილების თანახმად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წევრების რაოდენობა 12-დან 17-მდე იზრდება. „შარლ მიშელის შეთანხმების“ თანახმად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში „8 პროფესიული და 9 პარტიული წევრი“ უნდა ყოფილიყო და ეს შესწორებაშიც ასეა. არჩევნებზე შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე ავტომატურად გადაითვლიან უბნების 10%-ს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევს 5 წლის ვადით, პრეზიდენტის წარდგინებით, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. იცვლება ასევე საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტების წესიც და ამასთან დაკავშირებით ცესკო გადაწყვეტილებებს ხმათა 2/3-ით მიიღებს. მაგრამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკოს შემადგენლობა მთლიანად არ იცვლება.

კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს ფრაქციებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-მ და „ლელო" - პარტნიორობა საქართველოსთვის“.

XS
SM
MD
LG