Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში ოპოზიციური ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" შეიქმნა


საქართველო პარლამენტში მეორე ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნა. ფრაქციას "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" ერქმევა და მასში სამი პარტია და ორი უპარტიო დეპუტატი იქნება გაერთიანებული.

ფრაქციაში ერთიანდებიან: "სტრატეგია აღმაშენებელი", "გირჩი - მეტი თავისუფლება", "რესპუბლიკური პარტია" და დამოუკიდებელი წევრები - გრიგოლ ვაშაძე და ტარიელ ნაკაიძე. ფრაქციის თავმჯდომარე "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე იქნება.

"ვიმუშავებთ ამ დოკუმენტის ყველა მუხლის შესასრულებლად და სხვა მიზნების შესასრულებლად", - თქვა ხათუნა სამნიძემ.

ფრაქციის წევრები იქნებიან:

  • გიორგი ვაშაძე - "სტრატეგია აღმაშენებელი";
  • თეონა აქუბარდია - "სტრატეგია აღმაშენებელი";
  • პაატა მანჯგალაძე -"სტრატეგია აღმაშენებელი";
  • ხათუნა სამნიძე - "რესპუბლიკური პარტია";
  • ზურა ჯაფარიძე - "გირჩი - მეტი თავისუფლება";
  • ტარიელი ნაკაიძე - უპარტიო;
  • გრიგოლ ვაშაძე - უპარტიო.

პირველი ოპოზიციური ფრაქციის შესახებ ცნობილი 13 მაისს გახდა. ამ დღეს "ლელომ", სალომე სამადაშვილმა, შალვა შავგულიძემ და არმაზ ახვლედიანმა ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" დააფუძნეს.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოს პარლამენტში სულ სამი ფრაქციაა. მესამე ფრაქცია უმრავლესობას, "ქართულ ოცნებას" აქვს შექმნილი.

XS
SM
MD
LG