Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი დმანისზე: სახელმწიფომ სწორად უნდა შეაფასოს კონფლიქტის მიზეზები


სახალხო დამცველი დმანისში 16-17 მაისს მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს რომ სახელმწიფომ უფრო აქტიური პოლიტიკა უნდა აწარმოოს სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით და ძალადობრივ ინცინდენტებთან დაკავშირებით საჭიროა მყისიერი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა როგორც მომხდარი შემთხვევის ეფექტური გამოძიების, ისე სამომავლოდ მსგავსი შემთხვევების პრევენციის მიმართულებით.

"2021 წლის 18 მაისს სახალხო დამცველის წარმომადგენლები დმანისში ჩავიდნენ, მოსახლეობას შეხვდნენ და კონფლიქტის თაობაზე ესაუბრნენ. მიღებული ინფორმაციის თანახმად, კონფლიქტი სავარაუდოდ, ყოფით ნიადაგზე დაიწყო და 2 დღიან უმართავ ჯგუფურ ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოვლენების მსგავსმა განვითარებამ დმანისის მრავალეთნიკურ მოსახლეობას შორის დაპირისპირების საფრთხე გააჩინა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს კონფლიქტის მიზეზების სწორ შეფასებასა და გააზრებას, ასევე, უფრო აქტიური პოლიტიკა გაატაროს სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით" - ნათქვამია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG