Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

17 მაისთან დაკავშირებით სასულიერო პირებმა თბილისის ქუჩები აკურთხეს


17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის საპირისპიროდ შექმნილ ოჯახის სიწმინდის დღეზე საპატრიარქომ პანდემიის გათვალისწინებით უარი თქვა საყოველთაო მსვლელობასა და ფართომასშტაბიან ღონისძიებაზე და თბილისის ქუჩები აკურთხა. სასულიერო პირები თბილისის სხვადასხვა ნაწილში მანქანებით მოძრაობდნენ და ნაკურთხ წყალს ისე ასხამდნენ.

თბილისის დალოცვის ტრადიცია ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2018 წლიდან ხდება, ოჯახის სიწმინდის დღედ კი 17 მაისი 2014 წელს გამოაცხადა საქართველოს მართლმდადიდებელმა ეკლესიამ.

წელს მსვლელობის მონაწილეები სამების საკათედრო ტაძარში შეიკრიბნენ და ხუთი მიმართულებით დაიძრნენ - დედაქალაქის ქუჩების კურთხევას უზრუნველყოფს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“.

17 მაისს მსოფლიოში ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოში ლგბტქ+ ადამიანები ამ დღეს სათანადოდ ვერ აღნიშნავენ, რადგან ძალადობრივი ჯგუფები მათ ამაში ხელს უშლიან. წელს, ქვიარ თემმა 15-20 მაისს თბილისში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სხვადასხვა სახის ღონისძიებების გამართვა დაგეგმა - 17 მაისს კი 15-მა პოლიტიკურმა პარტიამ ხელი მოაწერა ლგბტ უფლებების შესახებ საერთო შეთანხმებას.

XS
SM
MD
LG