Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
გურამ ფალავანდიშვილმა ლგბტქი აქტივისტების ინსტალაცია დაარბია

გურამ ფალავანდიშვილმა ლგბტქი აქტივისტების ინსტალაცია დაარბია


დედა ენის ბაღში, ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია, ულტრამემარჯვენე აქტივისტმა, გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ინსტალაციის მონაწილეებსაც.

მიუხედავად ლგბტქი აქტივისტების მოთხოვნისა, სამართალდამცავებმა გურამ ფალავანდიშვილი შემთხვევის ადგილს დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ განარიდეს. ადგილზე იმყოფებოდა გურამ ფალავანდიშვილის რამდენიმე მხარდამჭერიც.

ინსტალაცია შექმნილი იყო ფომოფობიას, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან, 17 მაისთან დაკავშირებით.

ამ ნამუშევრით არტისტებს სურდათ, მხარდაჭერა გამოეხატათ საქართველოში მცხოვრები ლგბტქი+ თემის მიმართ.

XS
SM
MD
LG