Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩინეთს უიღურების „გენოციდში“ ადანაშაულებს


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურ ანგარიშში ადანაშაულებს ჩინეთს მუსლიმი უმცირესობის, უიღურების და სხვა რელიგიური უმცირესობების, „გენოციდში“. ამავე დოკუმენტში რუსეთი და ირანი დასახელებულია არიან, როგორც აღმსარებლობის თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზულ დამრღვევები.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, 12 მაისს გამოქვეყნებული დოკუმენტი აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ გამოიყენა, რათა დაესახელებინა და გამოეაშკარავებინა ამ მხრივ უდიდესი დამრღვევი ქვეყნები.

იანვარში ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ჩინეთის პოლიტიკა სინიანის პროვინციაში, სადაც იუღურები ცხოვრობენ, წარმოადგენს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს და გენოციდს, და ბლინკენმა დაადასტურა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ამ პოზიციას ეთანხმება.

ბლინკენის თქმით, „ჩინეთი აღმსარებლობის გამოხატვის დანაშაულად გამოცხადებს მიმართავს და აგრძელებს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენას, მუსლიმი -იუღურების და სხვა ეთნიკური უმცირესობების გენოციდს“.

თავის კომენტარებში ბლინკენი შეეხო ირანში, ბირმასა და რუსეთში, ასევე საუდის არაბეთში და ნიგერიაში აღმსარებლობის უფლების დარღვევას. „რუსეთში ხელისუფლება აგრძელებს „იეღოვას მოწმეების,“ ასევე მუსლიმი უმცირესობის დევნას, მათი ქონების კონფისკაციას სავარაუდო ექსტრემიზმის გამო“, თქვა ბლინკენმა,

ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთი დევნის, აპატიმრებს, მიმართავს წამებას და ფიზიკურ ძალადობას რელიგიური ნიშნით.

რაც შეეხება ირანს, ანგარიშის თანახმად, ისლამურ რესპუბლიკაში შემოღებულია შეზღუდვები და სასჯელის ფორმები, რომლებიც უკავშირდება აღმსარებლობას, სხვათა შორის, ოფიციალური შიიტური რწმენის მიმდევართა მიმართ.

XS
SM
MD
LG