Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ამირან გამყრელიძე აცრებზე რეგისტრაციისთვის შექმნილი ხარვეზის გამო ბოდიშს უხდის

ამირან გამყრელიძე აცრებზე რეგისტრაციისთვის შექმნილი ხარვეზის გამო ბოდიშს უხდის


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ბოდიშს უხდის "სინოფარმის" ვაქცინაზე რეგისტრაციის დროს შექმნილი ხარვეზის გამო. რეგისტრაცია გუშინ, 12 მაისს, 20:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ვებგვერდზე ხარვეზი იყო და პროცესი შეჩერდა.

"ეს დაკავშირებული იყო, დიდი ალბათობით, ტექნიკურ საკითხებთან. უმრავლესობა ამ ტექნიკური ხარვეზების გასწორდა დილის 4 საათისთვის და მოსახლეობას აცრაზე რეგისტრაციის საშუალება. დღესაც გრძელდება ხარვეზებზე მუშაობა და ვფიქრობ, რომ პორტალი გამართულად უნდა მუშაობდეს", - განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განმარტავს, რომ "სინოფარმით" ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია მხოლოდ იმ პირებს შეუძლიათ, ვინც პირველადი აცრა უკვე გაიკეთა. გუშინ, 20:00 საათიდან გაიხსნა ბაზა მეორე დოზაზე რეგისტრაციისთვის.

XS
SM
MD
LG