Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სინოფარმის" მეორე დოზის გაკეთება სხვა ქალაქსა და სხვა კლინიკაში შეიძლება


კორონავირუსის ვაქცინის - "სინოფარმის" პირველი და მეორე დოზის გაკეთება ერთსა და იმავე ქალაქსა და ერთსა და იმავე კლინიკაში სავალდებულო არ არის. ვაქცინის მეორე დოზა პირველი აცრიდან 21 დღის გასვლის შემდეგ კეთდება.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი ვინმემ პირველ აცრაზე თბილისში დარეგისტრირება ვერ შეძლო და სხვა ქალაქში ჩავიდა, ახლა, თუ ის მოასწრებს რეგისტრაციას, შეეძლება, რომ მეორე აცრა დედაქალაქში გაიკეთოს. სწორედ თბილისსა და მის სიახლოვეში მდებარე ქალაქებში დაფიქსირდა ყველაზე მაღალი მოთხოვნა ვაქცინაზე და ადგილები რამდენიმე საათში სრულად შეივსო.

ამ დროის მონაცემებით, "სინოფარმით" ვაქცინაზე ადგილები პრაქტიკულად აღარ არის. სხვადასხვა დროს თითო-თითო ადგილი თავისუფლდება სხვადასხვა ქალაქში და რამდენიმე წამშივე იჯავშნება. დღეიდან, 12 მაისიდან კი, "სინოფარმის" პირველი დოზის გასაკეთებლად რეგისტრაცია წყდება.

საქართველოში ვაქცინაცია სამი წარმოების ვაქცინით მიმდინარეობს. "სინოფარმი" ერთადერთი ვაქცინაა, რომლის დაჯავშნაც 18 წელს გადაცილებულ ნებისმიერ პირს შეუძლია, "ასტრაზენეკათი" აცრა მხოლოდ 45 წელს გადაცილებულ პირებს ან სამედიცინო პერსონალს შეუძლია, "ფაიზერზე" კი მხოლოდ მეორე დოზებია დარჩენილი. "ფაიზერის" შემთხვევაში ორივე აცრა ერთსა და იმავე კლინიკაში უნდა გაკეთდეს.

XS
SM
MD
LG