"ქართული ოცნების" ლიდერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ ამნისტიაზე გადაწყვეტილების მიღება ქვეყნისთვის ისტორიული მომენტი იქნება. ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი "ამნისტიის კანონის" შესახებ დასმულ კითხვას.
"თუკი ჩვენ ამნისტიაზე ვიღებთ გადაწყვეტილებას, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ისტორიული მომენტი დაუდგა, როდესაც ძალების კონცენტრაცია არის საჭირო, რათა დავამარცხოთ გამოწვევები, რომელიც გარედან და შიგნიდან უტევს ქვეყანას. ნიკანორ მელიას განცხადება ერთია, მაგრამ მეორეა ის საჭიროება, რაც სახელმწიფოს უდგას. უნდა მოხდეს ახალი ფურცლიდან ურთიერთობის", - განაცხადა მან.
მას ჟურნალისტებმა, ასევე, ჰკითხეს, ნიკა მელიას პოზიციაზე, რომ აუცილებელი იყოს ამნისტიისთვის დაზარალებულის თანხმობა, რაზეც მან ასე უპასუხა:
"დაზარალებული არის სახელმწიფო და კინაღამ იმ ზარალში გადავარდა სახელმწიფო, რომ აუნაზღაურებელი ყოფილიყო თაობების მანძილზე. მე ვფიქრობ, ამაზე სასამართლო ვერდიქტი არ არსებობს, სათავეში ედგა ნიკანორ მელია".
უკვე რამდენიმე დღეა ოპოზიციასა და მმართველ პარტიაში ამნისტიის კანონზე დაიწყეს მუშაობა. ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ კანონმა მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტები და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე უნდა გაათავისუფლოს პასუხისმგებლობისგან, მმართველი პარტია კი ფიქრობს, რომ ის თანაბრად უნდა გავრცელდეს ყველაზე.