Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღა მოითხოვს, რომ რუსეთის საელჩოც ხუთ დიპლომატამდე შემცირდეს ჩეხეთის რესპუბლიკაში


რუსეთის საელჩო პრაღაში
რუსეთის საელჩო პრაღაში

რუსეთის ფედერაციამ მაისის ბოლომდე ჩეხეთის რესპუბლიკაში თავისი დიპლომატების საშტატო რაოდენობა ხუთამდე უნდა შეამციროს, ანუ იმ რიცხვამდე, რამდენი თანამშრომელიც რჩება მოსკოვში ჩეხეთის საელჩოში რუსეთის მიერ 20 ჩეხი დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შემდეგ, ამის შესახებ ჩეხეთის ახლადდანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, იკუბ კულჰანეკმა, განაცხადა.

„ჩვენ იმედი გვქონდა, რომ რუსეთი აღიარებდა მის მიერ გადადგმული ნაბიჯის არაპროპორციულობას, მაგრამ ჩვენი წინადადება უპასუხოდ დარჩა. ჩვენ გადავწყვიტეთ სათანადოდ ვუპასუხოთ“, - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მანამდე იაკუბ კულჰანეკმა პრაღაში რუსეთის ელჩთან ალექსანდრ ზმეევსკისთან შეხვედრის შემდეგ, რუსეთს 22 აპრილამდე მისცა ვადა, რათა გადაესინჯა თავისი გადაწყვეტილება ქვეყნიდან ჩეხეთის საელჩოს 20 თანამშრომლის გაძევების შესახებ. შეხვედრაზე ითქვა, რომ თუ რუსეთი არ შეასრულებს ამ მოთხოვნას, პრაღა გააძევებს ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს თანამშრომლების იმ რაოდენობას, რომ მათი რიცხვი არ აღემატებოდეს მოსკოვში დარჩენილი ჩეხი დიპლომატების რაოდენობას. ამ ეტაპზე, რუსეთის მიერ ჩეხი დიპლომატების პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შემდეგ, მოსკოვში ჩეხეთის საელჩოში დარჩა მხოლოდ ხუთი პირი, რომლებსაც დიპლომატის სტატუსი აქვთ.

ჩეხეთის მთავრობის მიერ რუსი დიპლომატების გაძევება მოხდა მას მერე, რაც გაირკვა, რომ სპეცსამსახური და პოლიცია რუსეთის სამხედრო დაზვერვას ადანაშაულებს 2014 წელს საბრძოლო მასალების საწყობის აფეთქებასთან კავშირში. კრემლმა უარყო პრაღის ბრალდება.

პრაღასა და მოსკოვს შორის ამჟამინდელი დიპლომატიური კონფლიქტი უდიდესია 1989 წლის შემდეგ,

ჩეხეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომი“ ჩამოაშოროს „დუკოვანის“ ატომური სადგურის მეხუთე ბლოკის მშენებლობის მრავალმილიარდიან ტენდერში მონაწილეობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG