Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე 5 კაცი დაიღუპა პაკისტანის მდიდრულ სასტუმროსთან მომხდარი აფეთქების შედეგად


ცეცხლის კვამლი "სერენას" ეზოში
ცეცხლის კვამლი "სერენას" ეზოში

პაკისტანის ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა პაკისტანის ქალაქ კვეტაში მდებარე მდიდრული სასტუმროს პარკინგზე მომხდარი აფეთქების შედეგად. იუწყებიან, რომ ზოგიერთი დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია.


21 აპრილს მომხდარი აფეთქების მომენტში სასტუმრო „სერენას“ წინ რამდენიმე მანქანა იდგა, რომლებსაც ცეცხლი წაეკიდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტერმისტულმა დაჯგუფება თეჰრიკ-ე-თალიბანმა, რომლის განცხადებით მათ სამიზნეს წარმოადგენდა ოფიციალური პირები.

სასტუმრო „სერენაში“, რომელიც ირანის საელჩოს, პროვინციის ასამბლეისა და უმაღლესი სასამართლოს შენობების მახლობლად მდებარეობს, აფეთქების მომენტში იმყოფებოდა ჩინეთის დელეგაცია.

პაკისტანის ხელისუფლებამ აფეთქებას "ტერაქტი" უწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG