Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის სენატი მთავრობას მოუწოდებს, გააუქმოს რუსეთთან მეგობრობის ხელშეკრულება


პრაღაში რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო გამოსვლის მონაწილეების მიერ მიმაგრებული პლაკატი.
პრაღაში რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო გამოსვლის მონაწილეების მიერ მიმაგრებული პლაკატი.

ჩეხეთის პარლამეტის ზედა პალატამ, სენატმა, 2014 წელს ვრბეტიცეში აფეთქებებს, რომლების დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა და რომლებთანაც, ჩეხეთის ხელისუფლების თანახმად, რუსეთის სპეცსამსახურები იყვნენ დაკავშირებული, უწოდა სახელმწიფო ტერორიზმის აქტი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც ნიშნავს, რომ ის მიმართული იყო მთელი ევროკავშირის წინააღმდეგ.

შესაბამისი რეზოლუციას მხარი დაუჭირა 72 დამსწრე სენატორიდან 67-მა. ამის თაობაზე იტყობინება ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტო.

სენატორებმა მოუწოდეს ჩეხეთის მთავრობას, გააუქმოს რუსეთთან მეგობრობის და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება და მინიმუმამდე დაიყვანოს პრაღაში რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა რიცხვი.

სენატი გამოვიდა მოწოდებით, განიხილონ ვრბეტიცეში მომხდარი გაეროს უშიშროების საბჭოზე და ნატოს, ასევე ევროკავშირის ხელმძღვანელ ორგანოებში, ასევე მოსთხოვონ კომპენსაცია რუსეთს. ადრე ანალოგიური ზომებისკენ ჩეხეთის მთავრობას მოუწოდა პარლამენტის ქვედა პალატამ.

ჩეხეთის ახლად დანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან კულჰანეკმა გვიან, 21 აპრილს, განაცხადა, რომ თუ რუსეთი არ დაუშვებს ჩეხეთის საელჩოს 20 თანამშრომელს სამსახურში, მოსკოვში, პრაღა ქვეყნიდან გააძევებს რუსეთის საელჩოს ათეულობით თანამშრომელს.

19 აპრილს 18 რუსი დიპლომატი, რომლებიც ჩეხეთმა მიიჩნია რუსეთის დაზვერვის თანამშრომლებად, ქვეყნიდან გააძევეს. კრემლმა საპასუხოდ მოსკოვის დატოვება მოსთხოვა 20 ჩეხ დიპლომატს.

ჩეხეთის აცხადებს, რომ არ მოელოდა ასეთ პასუხს, რომელიც, როგორც პრაღა თვლის, სერიოზულ სირთულეებს უქმნის მოსკოვში ჩეხეთის სამელჩოს საქმიანობას.

XS
SM
MD
LG