Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის საელჩოს 60 თანამშრომლის გაძევებით იმუქრება, თუ მოსკოვმა პირობა არ შეასრულა


ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან კულჰანეკი
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან კულჰანეკი

ჩეხეთის ახლად დანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან კულჰანეკმა, განაცხადა, რომ თუ რუსეთი არ დაუშვებს ჩეხეთის საელჩოს 20 თანამშრომელს სამსახურში, მოსკოვში, პრაღა ქვეყნიდან გააძევებს რუსეთის საელჩოს ათეულობით თანამშრომელს მოახლოებულ ვადაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაფრთხილება გამოთქვა, რომ მუქარას შეიძლება დამატებითი საპასუხო ნაბიჯები მოჰყვეს.

Lidovky.cz-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც გვიან, 21 აპრილს გამოქვეყნდა, კულჰანეკი ამბობს, რომ რუსეთის საელჩოს დაახლოებით 60 თანამშრომელი იქნება ქვეყნიდან გაძევებული, თუ რუსეთი უგულებელყოფს დათქმულ ვადას და არ დააბრუნებს ჩეხ დიპლომატებს სამსახურში. დიპლომატიური დაპირისპირება შედეგია სკანდალისა მოსკოვის სავარაუდო როლის გარშემო 2014 წელს ჩეხეთის იარაღის საწყობში აფეთქებაში, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა და მოჰყვა დიდი მატერიალური ზარალი.

19 აპრილს 18 რუსი დიპლომატი, რომლებიც ჩეხეთმა მიიჩნია რუსეთის დაზვერვის თანამშრომლებად, ქვეყნიდან გააძევეს. კრემლმა საპასუხოდ მოსკოვის დატოვება მოსთხოვა 20 ჩეხ დიპლომატს.

ჩეხეთის აცხადებს, რომ არ მორელოდა ასეთ პასუხს, რომელიც, როგორც პრაღა თვლის, სერიოზულ სირთულეებს უქმნის მოსკოვში ჩეხეთის სამელჩოს საქმიანობას.

კულჰანეკმა განმარტა, რომ მიზანია მოსკოვში ჩეხეთის საელჩოს ვითარება, პრაღაში რუსეთის ვითარებას საელჩოს შეესაბამებოდეს, და ამით ახსნა მან რუსეთის საელჩოს გასაძევებელ თანამშრომელთა შესაძლებელი რაოდენობა.

ჩეხეთსა და რუსეთს შორს დაპირისპირება 1989 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურია და ნატოს მცირე წევრი დასავლეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობის ცენტრში მოექცა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახარვამ რუსეთის რადიოს განუცხადა, რომ დაელაპარაკება რუსეთში ჩეხეთის ელჩს, ვიტეზსლავ პივონკას, რათა აუხსნას, რა მოჰყვება პრაღის ასეთ ნაბიჯს.

კრემლმა ადრე ჩეხეთის ბრალდება 2014 წლის აფეთქებასთან თავისი კავშირის შესახებ უსაფუძვლოდ შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯები ვნებს ორმხრივ ურთიერთობებს.

სკანდალის შედეგად ჩეხეთმა უკვე გამორიცხვა რუსეთის სახელმწიფო ფირმა, როსატომი დუკოვანის ატომური სადგურის მეხუთე ბლოკის მშენებლობის მრავალმილიარდიანი ტენდერიდან.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, იან ჰამაჩეკმა განაცხადა რამდენიმე დღის წინ, რომ ჩეხეთი აღარ განიხილავს რუსეთის ვაქცინის შესყიდვის თემას.

ჩეხეთს რუსეთთან დაპრირისპირებაში სოლიდარობა გამოუცხადა ევროკავშირმა, რომლის წევრი ასევა ჩეხეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG