Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კომპრომისი აუცილებელია" - აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოები


საქართველოში აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ სოციალურ ქსელ facebook-ით გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლის მიხედვითაც:

„მივესალმებით ურთიერთობის განახლებას, როგორც ნიშანს მზადყოფნისა, გაგრძელდეს კონსულტაციები ფართო შეთანხმების მისაღწევად. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ყველა მხარეს შორის კომპრომისის აუცილებლობას“.

16 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოაწერა ვროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს.

ოპოზიციის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ხელს არ მოაწერენ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის გეგმის არსებულ ვერსიას.

"[დოკუმენტს, რომელშიც] ვადამდელ არჩევნებს არ შეიცავს და პოლიტპატიმრების საკითხი ბუნდოვანია, რა თქმა უნდა, [ხელს არ მოვაწერთ]“, - განაცხადა 16 აპრილს „ევროპულის სქარათველოს“ ლიედრმა გიგა ბოკერიამ.

შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დოკუმენტი 31 მარტს შესთავაზა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG