Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეორე კარავი გუმათში - აქტივისტები რიონის ხეობაში ვერ გადაადგილდებიან


სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა მეორე კარავი გაშალეს. ფოტოებს სოციალურ ქსელში თავად აქვეყნებენ სამოქალაქო მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრები.

აქტივისტებმა „გუმათჰესის“ მიმდებარედ პირველი კარავი 4 აპრილს მას შემდეგ დადგეს, რაც ქუთაისი -ალპანა - ცაგერის საავტომობილო გზა „გუმათჰესთან“ გადაკეტეს სამართალდამცველებმა რკინის ჯებირებით. მოგვიანებით ჯებირები რკინის კედლით შეცვალეს, 17 აპრილს, გამთენიისას კი კედლის ნაწილი აიღეს, თუმცა ამ დრომდე გადაკეტილია გზა და რიონის ხეობაში გადაადგილება შეზღუდულია. რკინის კედლის აღება და გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა ერთ- ერთია იმ სამ მოთხოვნას შორის, რომელიც „რიონის ხეობის მცველებმა“ გააცნეს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ორი გუბერნატორი - იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის მხარის და საქართველოს პარლამენტის წევრები.

„დავაყენეთ სამი პირობა დიალოგისთვის: შეწყდეს რეპრესიული პოლიტიკა და გამოლაგდნენ პოლიციელები ხეობიდან, შეწყდეს სამშენებლო სამუშაოები და დავაბრუნოთ კარვები ნამოხვანში. ამ პირობებზე ველოდებით მათგან პასუხს. - თქვა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრმა ვარლამ გოლეთიანმა.

სოფელ ნამოხვანში განთავსებული „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების 5კარავი 12 აპრილს აიღეს სამართალდამცველებმა, მიწის ნაკვეთი კი სადაც კარვები იყო გაშლილი, ტრაქტორმა დაამუშავა. როგორც აქტივისტები ამბობენ, მათი მიზანია, დაბრუნდნენ ნამოხვანში, იქ გაშალონ კარვები და გააგრძელონ მშვიდობიანი პროტესტი და პარალელურად მთავრობასთან კონსტრუქციული დიალოგი.

ნამახვანჰესის პროტესტი გუმათში გრძელდება 3 აპრილიდან - პოლიციას კვლავ შეზღუდული აქვს გადაადგილება, პროტესტის ათეულობით მონაწილე ერთ კარავში ვერ თავსდება და ნაწილი ღია ცის ქვეშ დგას.

"ნამოხვანჰესის" წინააღმდეგ პროტესტი რიონის ხეობაში 174 დღეა გრძელდება.

ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.

აქციის მონაწილეების ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას ითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG