Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინდია გოგოჭურს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა


საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოფილ სიძეს, მინდია გოგოჭურს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პროკურატურის ცნობით, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მინდია გოგოჭურის მიმართ წარდგენილი პროკურატურის მტკიცებულებები გაიზიარა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში, ძალადობაში, პოლიციის თანამშრომლების მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვაში ბრალდებული მინდია გოგოჭური დამნაშავედ სცნო.

"2020 წლის 18 ივლისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, შეკვეთილის დასახლებაში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფში“ მ.გ.-ს შელაპარაკება მოუვიდა გ.ბ.-სთან, რა დროსაც განაწყენებულმა მ.გ.-მ ცეცხლსასროლი იარაღით, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ფიზიკური ძალადობა განახორციელა გ.ბ.-ს მიმართ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა." - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურის ცნობით, სამართალდამცველებმა მინდია გოგოჭური 2020 წლის 19 ივლისს ბათუმში დააკავეს. დაკავებისას მან წინააღმდეგობა გაუწია მ შსს -ს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, რა დროსაც ერთ-ერთ მათგანს სახის არეში დაზიანება მიაყენა.

პირადი ჩხრეკისას ამოიღეს MAKAPOB -ის მოდელის 9 მმ კალიბრის ცეცხლსასროლ იარაღი და ხუთი ვაზნა, ასევე დიდი ოდენობით 0, 648 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG