Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაგო ხვიჩია: "ნაციონალურ მოძრაობას" დერეფანში დაველოდებით, რომ ერთად შევიდეთ დარბაზში


"გირჩის" ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ "პარლამენტში მიდიან, მაგრამ არ შედიან". მან "რუსთავი 2"-ის ეთერში თქვა, რომ საპარლამენტო საქმიანობას სრულყოფილად მას შემდეგ შეასრულებენ, რაც მმართველი პარტიისთვის წაყენებული 7 პირობიდან რომელიმე შესრულდება.

"ნაციონალურ მოძრაობას" დერეფანში დაველოდებით, რომ ერთად შევიდეთ დარბაზში, მაგათ გარეშე არ შევდივარ", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

"გირჩის" პარტიულ გაზეთში საუბარია, როგორ იმუშავებს პარტია პარლამენტში:

"ორშაბათიდან ჩვენ ვიქნებით პარლამენტის შენობაში, მაგრამ არ ავიღებთ არც ხელფასებს და არც პარტიულ დაფინანსებას ბიუჯეტიდან. არ დავესწრებით და არ მივიღებთ მონაწილეობას არც საპარლამენტო სესიებში, კომისიებში და არც საკომიტეტო სხდომებში. არ მივიღებთ მონაწილეობას არც ერთ მივლინებაში, საერთაშორისო ვიზიტში და არ განვახორციელებთ არც ერთ პროცედურულ საქმიანობას, რომელიც პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული.

თუმცა, საქართველოს პარლამენტის წევრის კანონმდებლობით გათვალისწინებული პრივილეგიებისგან გამოვიყენებთ: პარლამენტის წევრის იმუნიტეტს, იარაღის ტარების უფლებას, რადგან გვინდა, რომ ქვეყანაში ყველა ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანს ჰქონდეს იარაღის ტარების უფლება.

მე პარლამენტის წევრებთან ვაპირებ ნორმალურ, კონსტრუქციულ ურთიერთობას. ასევე, გამოვიყენებთ პარლამენტის შენობას, პრესბანერთან დგომისა და სიმართლის ლაპარაკის უფლებას".

პარტია „გირჩის“ წარმომადგენლის, ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, ორშაბათს პარლამენტში შევლენ, დაიწყებენ „კულუარულ რეჟიმში საქმიანობას“ და აჩვენებენ „ბოიკოტის სტანდარტს“ როგორც დეპუტატები.

XS
SM
MD
LG