აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის წინაღმდეგ ახალი სანქციების დაწესების თაობაზე. თეთრი სახლის საიტის თანახმად, სანქციები მიმართულია რუსეთის მიერ გამოშვებული სახელმწიფო სესხის, რუსეთის ოფიციალური პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ. სანქციების შემოღების მიზეზად დასახელდა „მავნე საერთაშორისო საქმიანობა“.
აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებით ამერიკის ფინანსურ ინსიტუტებს აეკრძალებათ რუსეთის მიერ სახელმწიფო ვალის დასაფარად გამოცემული იმ ახალი ობლიგაციების შეძენა, რომელიც 14 ივნისის შემდეგ აღმოჩნდება მიმოქცევაში.
რუს მოხელეთა შორის სანქცირებულ პირთა შორის აღმოჩნდა ვლადიმირ პუტინის ყოფილი პრესმდივანი, ალექსეი გრომოვი, რომელიც კრემლში პასუხს აგებს სახელმიწფო ტელევიზიების მუშაობასა და მათ დაფინანსებაზე.
სანქციების ნაწილი გულისხმობს რუსეთის ათი ოფიციალური პირის და დიპლომატის ქვეყნიდან გაძევებას.
შეზღუდვები შეეხებათ 6 რუსულ ტექნოლოგიურ კომპანიას, რომელიც დადანაშაულებულია რუსეთის სპეცსამსახურების დახმარებაში. მათ შორის არიან სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტი „სპეცვუზავტომატიკა“, რომელიც კიბერუსაფრთხოების სისტემებზე მუშაობს, IT-კომპანია „Positive Technologies“-ი და სამხედრო ტეხნოპოლისი „ერა“, რომელშიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეული კერძო და სახელმწიფო კომპანიები მუშაობენ.
რუსეთის სუვერენული ვალის წინააღმდეგ მოსალოდნელი სანქციების შესახებ ცნობების ფონზე ხუთშაბთს მოსკოვის ბირჟაზე დოლარის კურსმა 1,6 რუბლით მოიმატა და 77 რუბლი შეადგინა. 1,75 რუბლით გაძვირდა ევრო, რომლის ფასი რუბლთან მიმართებით 93-ის ნიშნულს გაუტოლდა.
ყველაზე პოპულარული
1