Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რობერტ სტურუა: დამშვიდდით, თეატრიდან არ მივდივარ


რუსთაველის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა, სოციალურ ქსელში ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, მან თეატრო დატოვოს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, თეატრს მხოლოდ მას შემდეგ დატოვებს, თუკი „გააგდებენ“:

„დამშვიდდით, თეატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ! მხოლოდ მაშინ! მიყვარხართ ქართველებო“, - წერს რეჟისორი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

რობერტ სტურუა 13 აპრილს გამოეხმაურა მსახიობ ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს, სადაც მსახიობი ამბობს, რომ 11 წლის წინ, მასზე სისტემატურად ძალადობდა ყოფილი ქმარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო ზანგური.

რობერტ სტურუამ ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს შემდეგ განვითარებული მოვლენები „ქალების რეპრესიად“ შეაფასა და მხარი დაუჭირა მსახიობ ბესო ზანგურს.

თავად ბესო ზანგური ყოფილი ცოლის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ ქალი ნინუცა მაყაშვილი ცრუობს.

14 აპრილს, რუსთაველის თეატრმა გაავრცელა განცხადება, რომ გმობს ოჯახში ძალადობას და 17 აპრილის სპექტაკლს, „იულიუს კეისარი“, რომელშიც ერთ-ერთ როლს ბესო ზანგური თამაშობს, ხსნის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG