Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეწვია სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი


თბილისს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას დახვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა და საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძე.

არმენ სარქისიანისა და მისი მეუღლის ნუნე სარქისიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც არმენ სარქისიანი და სალომე ზურაბიშვილი პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

დაგეგმილია ასევე, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეხვედრა, სომხეთის პრეზიდენტი თბილისში სომხურ საკათედრო ტაძარსაც დაათვალიერებს.

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი საქართველოში 2018 წლის მაისში იმყოფებოდა. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მან პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. სომხეთის პარლამენტმა არმენ სარქისიანი პრეზიდენტად 2018 წლის 2 მარტს აირჩია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG