Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში დააზიანეს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი


ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შესასვლელი კარი ჩაამსხვრიეს. პარტიის ადგილობრივი ლიდერი გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე ოფისზე წუხელ მომხდარი თავდასხმა რიგით მესამეა. კირთაძის ინფორმაციით, პირველი შემთხვევა სამი თვის წინ მოხდა.

„მაშინ ქვები ესროლეს ჩვენს ოფისს, კვალი დღმდე ეტყობა გვერდით მდებარე შუშებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადგილას ბევრი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული, ფაქტი არავის გამოუძიებია. ამიტომ ახლაც არ გვაქვს იმედი, რომ თავდამსხმელები დაისჯებიან“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი კირთაძემ. ის რიგით მეორე თავდასხმად მიიჩნევს პარტიის ოფისთან, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიერ 4 აპრილს გამართულ „ცოცხების აქციას“, რომლის დროსაც აქციის მონაწილეებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ოპოზიციური პარტიის ბათუმის ოფისის დაზიანების წუხანდელი ფაქტის გამო, შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობდნენ. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ამ ბრალდებით, მარტის დასაწყისში პოლიციამ გორში დააკავა 4 პირი, რომლებმაც გამოძიების თანახმად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები ჩაამსხვრიეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG