Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დედაენის დღეა


14 აპრილს საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს. 1978 წლის 14 აპრილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამოსული რამდენიმე ათასი ადამიანი წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ნებას და არ დაუშვა საბჭოთა კონსტიტუციაში შესულიყო ცვლილება, რომლის მიხედვით ქართული ენა კარგავდა სახელმწიფო ენის სტატუსს.

"დღეს მადლიერებას გამოვხატავთ ამ უპრეცედენტო სამოქალაქო გმირობის ყველა მონაწილისადმი და, ამასთან, ვაცნობიერებთ ჩვენი, დღევანდელი თაობების პასუხისმგებლობასაც - ხელი შევუწყოთ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს ქართულის სწავლაში და ამით განვამტკიცოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, დავუმკვიდროთ ერთ-ერთ უძველეს და უნიკალურ ენას და ამ ენაზე შექმნილ კულტურას მისი კუთვნილი ადგილი თანამედროვე მსოფლიოში", - წერს ფეისბუკზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, "წინაპრების თავდადებამ, მათ შორის, 1978 წელს საზოგადოების მტკიცე და ერთსულოვანმა ძალისხმევამ, დღემდე შემოგვინახა ეს საგანძური, რომელსაც განსაკუთრებული ზრუნვა და მოფრთხილება სჭირდება".

საქართველოში დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG