Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა დაადასტურეს


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, 24 საათში ჩატარებული 283 ტესტირებიდან კორონავირუსი დაუდასტურდა 53 ადამიანს. გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული კიდევ ერთი პაციენტი.

2020 წლის გაზაფხულიდან, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 13 774 შემთხვევა, მათგან 13 274 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 218 ადამიანი.

დაუზუსტებელი მონაცემებით, საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG