Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარლამ გოლეთიანის თქმით, პოლიციამ დააკავა ათამდე აქტივისტი


ვარლამ გოლეთიანი
ვარლამ გოლეთიანი

ქუთაისი-ალბანა-ცაგერის ცენტრალური მაგისტრალზე, სოფელ გუმათთან ათამდე აქტივისტის დაკავების შესახებ იუწყება „რიონის ხეობის მცველი" ვარლამ გოლეთიანი.

როგორც ის ამბობს, აქტივისტები ხელებაწეულები ცდილობდნენ არ გაეტარებინათ კომპანია „ენკას" ავტომანქანები, პოლიცია კი „პირდაპირ ძალადობაზე გადავიდა".

13 აპრილს საღამოს „რიონის ხეობის მცველებმა" გზა გადაკეტეს. მათ გამოაცხადეს, რომ გაატარებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, კომპანია „ენკას" ავტომანქანებს კი გადაადგილების საშუალებას არ მისცემდნენ.

13 აპრილს, საღამოს, „რიონის ხეობის მცველებმა" გზა გადაკეტეს. მათ გამოაცხადეს, რომ გაატარებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, კომპანია „ენკას" ავტომანქანებს კი გადაადგილების საშუალებას არ მისცემდნენ.

განახლება:

შსს-ს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს აქციის მონაწილეების დაკავება.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი რიონის ხეობაში 170 დღეზე მეტია გრძელდება. 12 მარტს ადგილზე პროტესტის მონაწილეებთან შესახვედრად ჩავიდნენ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი. შეხვედრა დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვეს მინისტრებმა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მათ შეურაცხყოფა კიდევ ერთხელ მიაყენეს.

ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.

ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტი 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო. მას შემდეგ, ყოველ ღამეს რიონის ხეობაში გაშლილ კარვებში ათევენ ჰესის მოწინააღმდეგეები.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას ითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG