ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერის, რამზან კადიროვის ორი ცოლი ფლობს უძრავ ქონებას, რომლის ღირებულება 800 მილიონ რუსულ რუბლს (10 მილიონი $) შეადგენს. ქონების დიდი ნაწილი, რომელიც არ არის დეკლარირებული, არ შეესაბამება ოჯახის ოფიციალურ შემოსავალს. ამ ცნობას შეიცავს გამოცემა „პროექტის“ მიერ ჩატარებული გამოძიება. გამოცემის თანახმად, მრავალცოლიანობა რუსეთის კანონმდებლობით ოფიციალურად არ დაიშვება, მაგრამ ჩეჩნეთში ამ საკანონმდებლო წესებს არ იცავენ.
რამზან კადიროვს ოფიციალური ცოლის, მედნის, გარდა, სულ მცირე კიდევ ერთი ცოლი ჰყავს - ფატიმა ხაზუევა. 2006 წელს, როდესაც ხაზუევა 15 წლისა იყო, მან გაიმარჯვა რესპუბლიკის სილამაზის კონკურსში. ამჟამად 30 წლის ფატიმა ხაზუევა კადიროვის ადმინისტრაციაში მუშაობს და, გამოცემა „პროექტის“ თანახმად, ფლობს მდიდრულ უძრავ ქონებას მოსკოვსა და გროზნოში.
ყველაზე პოპულარული
1