Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა ზელენსკის, რუსეთის ჯარის რაოდენობის ზრდის შესახებ შეშფოთების ფონზე


აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ამ თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველად ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, იმ ფონზე, როცა ვრცელდება შემაშფოთებელი ცნობები რუსეთის მიერ ჯარის რაოდენობის გაზრდაზე უკრაინის საზღვართან.

2 აპრილს შემდგარ სატელეფონო საუბარში ბაიდენმა ზელენსკის უთხრა აშშ-ის "უცვლელ" მხარდაჭერაზე უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსეთის აგრესიის ფონზე - იუწყება თეთრი სახლის განცხადება.

ბაიდენმა ზელენსკის ასევე მოუწოდა გააგრძელოს ბრძოლა ფართოდ გავრცელებულ კორუფციასთან, რომელიც ზღუდავს ქვეყნის განვითარებას.

სატელეფონო საუბრის ფონია აშშ-ის მხრიდან რუსეთის დადანაშაულება უკრაინაზე ზეწოლის გაძლიერებაში, საზღვართან სამხედრო ძალების რიცხვის გაზრდის გზით. რუსეთმა მანამდე განაცხადა, რომ მისი შეიარაღებული ძალები უკრაინის საზღვართან ახლოს წვრთნას გამართავენ და ივარჯიშებენ უპილოტო საფრენი აპარატების მოგერიებაში. მოელიან, რომ წვრთნაში მონაწილეობას მიიღებს რუსეთის 50 ბატალიონზე მეტი, რომლებიც მოიცავს 15,000 ადამიანს - იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

რუსეთის მხრიდან დანიშნულ წვრთნას წინ უსწრებდა ძალადობის ესკალაცია აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში, სადაც უკრაინის ძალები ებრძვიან კრემლის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს. შვიდი წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტს 13,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

XS
SM
MD
LG