Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ შეშფოთებულია რუსეთის ჯარების გადაადგილების გამო აღმოსავლეთ უკრაინაში მზარდი დაძაბულობის ფონზე


უკრაინელი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე სეპარატისტულ დონეცკის რეგიონში, 2021 წლის 16 თებერვალი
უკრაინელი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე სეპარატისტულ დონეცკის რეგიონში, 2021 წლის 16 თებერვალი

აშშ-მა შეშფოთება გამოხატა როგორც თვითონ უწოდებს, უკრაინის მიმართ რუსეთის მიმდინარე აგრესიის გამო გავრცელებული ცნობების ფონზე, რომ უკრაინის საზღვართან და ყირიმში მოსკოვი ზრდის თავისი შეიარაღებული ძალების რაოდენობას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, ტელეფონით ესაუბრა უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებას, ხოლო აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი დაუკავშირდა რუსეთის და უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელებს, იტყობინებოდა 31 მარტს სახელმწიფო დეპარტამენტი და პენტაგონი.

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინას და გამოხატავს შეშფოთებას „რუსეთის მიმდინარე აგრესიის და აღმოსავლეთ უკრაინაში უსაფრთხოების მხრივ შექმნილი ვითარების გამო“.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ, გამოაცხადა, რომ პენტაგონი ინფორმირებულია უკრაინის სამხედროების მიერ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების გადაადგილების შესახებ. „რუსეთის მადესტაბილიზებელი ქმედება ძირს უთხრის სწრაფვას ვითარების განმუხტვისკენ, რომელსაც მიაღწიეს ეუთოს შუამდგომლობით დადებული შეთანხმების ძალით შარშან ივლისში, განაცხადა კირბიმ ბრიფინგზე, როცა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ლაპარაკობდა. უკრაინაში ეუთოს სამოქალაქო სამეთვალყურეო მისია იტყობინება ბოლო დღეებში შეთანხმების დარღვევის ასეულობით შემთხვევის შესახებ.

26 მარტს უკრაინის აღმოსავლეთში ოთხი უკრაინელი სამხედრო მოკლეს და ორი დაჭრეს.

უკრაინის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს ნაღმმტყორცნიდან.

რუსეთი უარყოფს თავისი ჯარის ყოფნას აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც ის ეხმარება უკრაინელ სეპარატისტებს.

XS
SM
MD
LG