რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანმა ვლადიმირ პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა თბილისი დღეს დილით, ჩარტერული ავიარესით დატოვეს.
პოზნერი საქართველოში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდა, თუმცა, თბილისში მისი ჩამოსვლით გამოწვეული საპროტესტო აქციების გამო, გეგმა შეცვალა. რუსი ჟურნალისტი დღეს თბილისში აპირებდა დაბადების დღის აღნიშვნას.
"კარგი ამბავი მაქვს თქვენთვის. კუდით ქვა ვასროლინეთ და ისე გავყარეთ ქვეყნიდან! რუსეთი ოკუპანტია“, - დაწერს ფეისბუკზე სამოქალაქო აქტივიტმა გიგა მაქარაშვილმა.
რუსი ტელეწამყვანის ვიზიტის გამო წუხელ საპროტესტო აქციები გამართეს სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, პოზნერი კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი სახე და საქართველოს და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია და მას საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა უშვებდნენ.
შსს-ს ინფორმაციით, ვლადიმირ პოზნერი აშშ-ის მოქალაქეა და მას არ დაურღვევია „კანონი ოკუპაციის შესახებ“, პოზნერთან ერთად ჩამოსულმა პირებმა კი წარმოადგინეს კოვიდ-პასპორტი, ან PCR-ტესტირების უარყოფითი პასუხი.