Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარა მზად არის ტურისტების მისაღებად - ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის განახლებული აეროპორტი გახსნა


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აჭარა მზადაა ტურისტების მისაღებად. ამის შესახებ მან ბათუმში განახლებული აეროპორტის გახსნის დროს ისაუბრა.

"ამ აეროპორტის განვითარებით და განახლებით მისი გამტარუნარიანობა გაორმაგდა და მას წელიწადში 1 200 000 მგზავრის მომსახურება შეეძლება", - თქვა მან.

საქართველო უპირობოდ უხსნის საზღვარს იმ პირებს, ვისაც კორონავირუსზე ვაქცინის სრული დოზა აქვს გაკეთებული. კორონავირუსის პანდემიის გამო ფრენების დიდი ნაწილი არ სრულდებოდა.

XS
SM
MD
LG